четверг, 27 апреля 2017 г.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონი



გაკვეთილის მთავარი თემა
მცხეთა მთიანეთის რეგიონი
სწავლების საფეხური
მეცხრე კლასი
მოსწავლეთა პროფილი
20
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა.
მოსწავლეები მოახერხებენ შეადგინონ საექსკურსიო მარშრუტი მცხეთა -მთიანეთი.მიუთითებენ რეგიონის პრიორიტეტებს და
რეგიონის პრობლემებს.
გაკვეთილის მთავარ მიზნები  და შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან მცხეთა მთიანეთის ფიზიკურ -გეოგრაფიულ დახასიათებას.რეგიონის პრობლემებს და განვითარების პერსპექტივებს.
წინარე ცოდნა
გონებრივი იერიშის საშუალებით ვადგენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას.ვიყენებ ასოციაციურ რუკას.
შეფასების საგანი პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა რესურსი
სახელმძღვანელო,საქართველოს ფიზიკური რუკა .სახელმღვანელოს დანართები,საქართველოს ადმინისტრაციული რუკა,.სლაიდები.კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები 2 წთ.

A ფაზა 1
ასოციაციური რუკის საშუალებით ვახდენ წინარე ცოდნის შემოწმებას.დაფაზე ვწერ მცხეთა-მთიანეთს მოსწავლეები ასახელებენ რა იციან რეგიონის შესახებ.მასწავლებელი წერს დაფაზე მოსწავლეების მიერ წარმოთქმულ ფრაზებს.ვახდენთ ინფორმაციის დახარისხებას.
B ფაზა
2.კლასს ვყოფ ჯგუფებად .თითოეულ ჯგუფს ეძლევა დავალება.მაგალითად;1.მცხეთა-მთიანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული და გეო-პოლ;იტიკური მდებარეობა და საზღვრები.2.მცხეთა-მთიანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება.3.რეგიონის მოსახლეობის აღწერა.ისტორიული წარსული.4.მცხეთა-მთიანეთის ეკონომიკისსაფუძვლები.5.რეგიონის ღირსშესანიშნაობები.ჯგუფების მიერ წარდგენილი პრეზენტაციები.
Cფაზა
.შეჯამება.პრეზენტაციების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს დავალებას მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გავაკეთონ დასკვნა რა პრიორიტეტები შეიძლება გამოვყოთ მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარებისათვის.
დავასახელოთ პრობლემები რომლებიც დგას რეგიონის წინაშე.ინდივიდუალურად.
რუკის დახმარებით დავალაგოთ საექსურსიო ობიექტები მცხეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით.დავალება ეძლევათ წკვილებში.გაკვეთილის ბოლოს მოვახდენთ საექსკურსიო მარშრუტის წარდგენას.

Комментариев нет:

Отправить комментарий